subscribe: Posts | Comments

დღეგრძელობა

Comments Off
  • დღეგრძელობა

    ჩვენ ვიღწვით სრულიად მოსახლეობის ჯანსაღი დღეგრძელობის განვითარებისთვის მეცნიერული კვლევების, ჯანმრთელობის დაცვის, პროპაგანდის და სოციალური აქთიურობების დახმარებით. ჩვენ მკაფიოთ გამოვხატავთ, რომ ჯანსაღი დღეგრძელობის მთავარ მტერს – დაბერებას- გამოვუცხადეთ ბრძოლა!

    დაბერების პროცესი არის ფუძე და ფუძე უმეტესი ქრონიკული დაავადების, რომელიც ადამიანებს ტანჯავს. ის ავსებს ინვალიდობისა და სიკვდილიანობის უდიდეს წილს და მოითხოვს შესაბამის მკურნალობას. ყველამ უნდა გამოვიჩინოთ ძალისხმევა, რომ სიბერის მკურნალობა შესაძლებელი გახდეს ისევე, როგორც სხვა დაავადებები.

    დაბერების პრობლემა თვალსაჩინო საფრთხეა. ამის მიუხედავად ხშირად ვაწყდებით მის მივიწყებას რეალობის და სერიოზულობის მიუხედავად. საზოგადოებაში დამკვიდრებულია მომავლის იგნორირების ტენდენცია რათა ადამიანების გონებამ ყურადღება არ მიაქციოს სიკვდილს და დაბერებას. მეტიც, დაბერება და სიკვდილი უტოპიურ კონტექსტში განიხილება. გავრცელებულია აზრი, რომ “ბუნებრივი” დაბერება სრულიად უმართავია და გარდუვალი. ეს პრობლემაზე თვალების დახუჭვაა. ასეთი უსაფუძვლო უძლურების პოზიცია ხელს არ უწყობს ხანდაზმული ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებას და ჯანსაღი დღეგრძელობის მიღწევას. აუცილებლია დაბერების პრობლემის მნიშვნელობის სრული ხარისხით წარმოჩინება და მისი გადაჭრისთვის მოქმედება.

    მოგიწოდებთ სიბერის პრობლემის გათვითცნობიერების ხარისხი გაზარდოთ საზოგადოებაში.. ვაღიაროთ ამ პრობლების სერიოზულობა, არ დავიშუროთ ძალისხმევა და რესურსები – ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, მეცნიერული, ტექნოლოგიური, მასმედიური – იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაიოლდეს ჯანსაღი დღეგრძელობის მიღწევა. ჩვენ ვნერგავთ იდეას, რომ გონებრივი და სულიერი განვითარება, ჯანსაღი დღეგრძელობა არ არის სიბერის და გაუარესების სინონიმები.

    ჩვენ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ ფუნდამენტალური და გამოყენებითი ბიომედიცინური კვლევების წარმოებას და მათ დაჩქარებას. ასევე მხარს ვუჭერთ ტექნოლოგიურ, სამეწარმეო, ეკოლოგიურ, ჯანდაცვით, საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ჯანსაღი დღეგრძელობის მისაღწევად. ვთვლით, რომ საკმარისი მხარდაჭერის პირობებში შესაძლებელია ხანდაზმულთა სიცოცხლის გახანგრძლივება, მათი სიცოცხლის ხარისხის შეცლა, რაც საზოგადოების და ეკონომიკის განვითარებას წაადგება და მათ სიამოვნებას მოუტანს, სიცოცხლეს გაუხალისებს და ახალ მიზნებს გაუჩენს.

    ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჯანსაღი დღეგრძელობისთვის მეცნიერული კვლევების განვითარება საჭიროებს მაქსიმალურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. ეს პრობლემა იმსახურებს არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ სრულიად საზოგადებრივ ყურადღებას.

     

    See further materials from Georgia Longevity Alliance http://www.longevity.ge/

Comments are closed.