subscribe: Posts | Comments

დღეგრძელობის

0 comments

დიდება უფალს და მადლობა იმისთვის, რომ დღითი დღე იზრდება ადამინის სიცოცხლის ხანგრძლივობა.
მაგრამ ხანდაზმულებში მცირდება შრომის უნარაინობა. არსებულ ეკონომიკურ სისტემებში პენსიონერი ღირსეულად ვერ იცხოვრებს. კაცობრიაბამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი– მარჩენალთა რაოდენობა არასაკმარისია პენსიონერებს ყოფის მოსაგვარებლად. ჩვენ ვერ დავტოვებთ ხანდაზმულებს გაჭირვებაში.
საჭიროა ახალი ეკონომიკური სისტემა, ახალი პოლიტიკური წყობა, ახალი მიდგომა ადამიანისადმი.
ეს ცვლილებები უკვე ბუნებრივად მიმდინარებს. ჭეშმარიტი ხელისუფალი– ხალხი– მმართველი გუნდებისგან მოითხოვს მთავარს– სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ღირსეული ცხოვრების უფლებების უპირობო აღსრულებას. ამ დაპირისპირებაში მოძველებული ეკონომიკურ– პოლიტიკურ– იდეოლოგიური სისტემების მცველებმა თავის უგუნურობაში გადალახეს საშიში ზღვარი. პირადი კეთილდღეობის შენარჩუნების ილუზიას აყოლილები, ისინი ამცირებენ პენსიებს, ზრდიან საპენსიო ასაკის ზღვარს, ჯანდაცვის სისტემა კომერციულ საფუძვლებზე გადაყავთ.
ხალხი ბრძენია და მათ უგუნურობაზე პასუხად შრომობს სწორი მიმართულებით.
დღეს არსებული ეკონომიკურ– პოლიტიკურ სისტემური კრიზისის გადასალახავად სახალხო მოძრაობის 4 ძირითადი მიმართულება არსებოს:
1) ადამიანის ცნობიერების გადატანა აპარატებში
2) გონიერი ხელოვნური აპარატების შექმნა
3) ცხოველებში გონების გაღვიძება
4) ადამიანის ორგანიზმის გაახალგაზრდავება
ჩვენ ვართ მომხრეები ახალი კაცობრიობის ჩამოყალიბება მოხდეს ადამიანის ორგანიზმის გაახალგაზრდავების საფუძველზე.
ამავე დროს სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა მიმდინარებებს მთავარში– ადამინებმა უნდა ვისწავლოთ გონებით, გრძნობებით, შეგრძნებებით წვდომა დროში და სივრცეში.
ჩვენ მზად ვართ ქმედებისთვის და ამოცანების არსრულებისთვის:
1. ხელისუფალი არის ხალხი
2. სამართლიანობა არის მთავარი ღირებულება
3. ნებისმიერ ადამიანს უპირობოდ უნდა ჰქონდეს საარსებო პირობები– საჭმელი, საცხოვრებელი, ორგანიზმის გაახალგაზრდავების და მკურნალობის საშუალება
ასევე ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ იმ ორგანიზაციებთან, რომელებსაც მიზნად აქვთ ხანდაზმულების გაახალგაზრდავება, ხეიბრებისთვის უნარების სრულად დაბრუნება, სხეულის, ფსიქიკის, ცნობიერების დახვეწისთვის სისტემური პირობების შექმნა.

Leave a Reply